Monday, July 4, 2016

სასწავლო პროექტი

                                        
1.პროექტის სახელწოდება: თანამედროვე ქართული და ბარბარიზმები
2.პროექტის მთავარი იდეა: ენის სიწმინდის დაცვა
 3.პროექტის აქტუალობა: ქართული ენა დგას  საშიშროების წინაშე, თუ არ იქნება გააზრებული საზოგადებისგან გააზრებული , რომ შევინარჩუნოთ   ძირძველი ქართული სიტყვები , ქართული ენა  აღმოჩნდება მკვდარ ენათა შორის.
4. მიზნები: ქართული ენის დაცვა ბარბარიზმებისგან, მშობლიური ენის პატივისცემა.
5.მონაწილეთა ასაკი: მე-8 კლასი ,13-14წელი.
6.ვადები ხანგრძლივობა:ერთი თვე.
7.პროექტისთვის საჭირო ძირითდი რესურსები:საწერი ფურცლები, ავტოკალმები ბანერებისთვის საჭირო მასალა, ბუკლეტების დასაბეჭდად საჭირო თანხა..
8.პროექტის მსვლელობა: (ძირითადი აქტივობები):კლასი გაიყოფა 3  ჯგუფად, პირველი ჯგუფი გააკეთებს  გამოკვლევას 60წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობაში; მე-2 ჯგუფი გამოიკვლევს 20-დან 60 წლამდე ასაკის მოსახლეობას და მე-3 ჯგუფი გამოიკვლევს  6-დან 20 წლამდე მოსახლეობას.
მოსწავლეები: 
     შეაგროვებენ მოსახლეობაში გამოყენებად ბარბარიზმებს და გამოიკვლევენ,რომელ  ასაკში რომელი ენის ბარბარიზმებია გამოყენებული.
    გააკეთებენ ბანერებს სადაც მოათავსებენ გავრცელებულ ბარბარიზმებს თავისი ახსნებით.
     დაბეჭდავენ ბუკლეტებს ,  ბარბარიზმებს თავისი ახსნებით და შესაბამისად დაარიგებენ მოსახლეობაში.
     პროექტის მონაწილენი  თავიანთ ნამუშევარს განათავსებენ სკოლის  ვებ-გვერდზე.
9.ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
VIII 1. მოსწავლეს შეუძლია კონკრეტულ საკითხზე მსჯელობის მოსმენა და საკუთარი თვალსაზრისის წარმოდგენა
VIII 10, მოსწავლეს შეუძლია წერილობით გადმოსცეს საკუთარი თვალსაზრისი, იმსჯელოს კონკრეტულ საკითხზე სათანადო არგუმენტების მოხმობით
10. პროექტის ხელმძღვანელი: მაია თვარაძე