Monday, July 4, 2016

სასწავლო პროექტი

                                        
1.პროექტის სახელწოდება: თანამედროვე ქართული და ბარბარიზმები
2.პროექტის მთავარი იდეა: ენის სიწმინდის დაცვა
 3.პროექტის აქტუალობა: ქართული ენა დგას  საშიშროების წინაშე, თუ არ იქნება გააზრებული საზოგადებისგან გააზრებული , რომ შევინარჩუნოთ   ძირძველი ქართული სიტყვები , ქართული ენა  აღმოჩნდება მკვდარ ენათა შორის.
4. მიზნები: ქართული ენის დაცვა ბარბარიზმებისგან, მშობლიური ენის პატივისცემა.
5.მონაწილეთა ასაკი: მე-8 კლასი ,13-14წელი.
6.ვადები ხანგრძლივობა:ერთი თვე.
7.პროექტისთვის საჭირო ძირითდი რესურსები:საწერი ფურცლები, ავტოკალმები ბანერებისთვის საჭირო მასალა, ბუკლეტების დასაბეჭდად საჭირო თანხა..
8.პროექტის მსვლელობა: (ძირითადი აქტივობები):კლასი გაიყოფა 3  ჯგუფად, პირველი ჯგუფი გააკეთებს  გამოკვლევას 60წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობაში; მე-2 ჯგუფი გამოიკვლევს 20-დან 60 წლამდე ასაკის მოსახლეობას და მე-3 ჯგუფი გამოიკვლევს  6-დან 20 წლამდე მოსახლეობას.
მოსწავლეები: 
     შეაგროვებენ მოსახლეობაში გამოყენებად ბარბარიზმებს და გამოიკვლევენ,რომელ  ასაკში რომელი ენის ბარბარიზმებია გამოყენებული.
    გააკეთებენ ბანერებს სადაც მოათავსებენ გავრცელებულ ბარბარიზმებს თავისი ახსნებით.
     დაბეჭდავენ ბუკლეტებს ,  ბარბარიზმებს თავისი ახსნებით და შესაბამისად დაარიგებენ მოსახლეობაში.
     პროექტის მონაწილენი  თავიანთ ნამუშევარს განათავსებენ სკოლის  ვებ-გვერდზე.
9.ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
VIII 1. მოსწავლეს შეუძლია კონკრეტულ საკითხზე მსჯელობის მოსმენა და საკუთარი თვალსაზრისის წარმოდგენა
VIII 10, მოსწავლეს შეუძლია წერილობით გადმოსცეს საკუთარი თვალსაზრისი, იმსჯელოს კონკრეტულ საკითხზე სათანადო არგუმენტების მოხმობით
10. პროექტის ხელმძღვანელი: მაია თვარაძე



Wednesday, June 29, 2016

კრიტერიუმები         
1-3                                     
4-5                    
6-7
8-10
კითხულობს დამოუკიდებლად დაიგებს ტექსტის შინაარსს.
ვერ კითხულობს გამართულად,უჭირს შინაარსის გაგება.
უჭირს დამოუკიდებლად კითხვა და შინაარსის გაგება.
კითხულობს  დამაკმაყოფილებლად , იგებს შინაარსს.
კითხულობს გაწაფულად და იგებს ტექსტის შინაარსს

სვამს  კითხვებს  ინფორმაციის უკეთ  გასააზრებლად.        
ვერ სვამს ფაქტობრივ კითხვებს
უჭირს ფაქტობრივი კითხვების დასმა
სვამს ფაქტობრივ კითხვებს
სვამს ფაქტობრივ დასააზროვნო კითხვებს
გამოთქვამს ვარაუდს და მას ამყარებს არგუმენტით.
ვერ აყალიბებს დამოუკიდებელ აზრს
უჭირს დამოუკიდებელი აზრის ჩამოყალიბება
აყალიბებს დამოუკიდებელ აზრს
აყალიბებს დამოუკიდებელ აზრს და ამყარებს არგუმენტებით
გაკვეთილის  თემა   
             რატომ იცვლის ცა ფერს? 
გაკვეთილის აქტუალობა
მოცემული გაკვეთილი  აქტუალურია იმით, რომ მოსწავლე მიეჩვევა მხატვრული და არამხატვრული ტექსტის  განსხვავებას. არამხატვრული ტექსტის ნახვა- გაანალიზებას,  სხვადასხვა სახის ტექსტში მსგავსი ინფორმაციის მიღებასა და გააზრებას.
მიზნები და შედეგები
მიზნები:
·        საინფორმაციო ტექსტის კითხვა და გააზრება. 
·        ინფორმაციის მოძიება საკითხის ირგვლივ. მიღებული ინფორმაციის გაზიარება.  
 შედეგები: ეს გაკვეთილი მოსწავლეს განუვითარებს:
·        წაკითხულის გააზრების ;
·        კვლევის;
·        მიღებული ინფორმაციის გაზიარების და დაკვირვების უნარს.
ამ გაკვეთილით          მოსწავლე  მიაღწევს შედეგს:
V1 .7 არამხატვრული ტექსტის    წაკითხვა გაანალიზება.      
V1. 1 მოსწავლეს აქვს  ინფორმაციის მიღებისა და გადაცემის  აუცილებელი უნარ -ჩვევა.
V1. 11მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ტიპის  ტექსტის  ენობრივ-გამომსახველობით თავისებურებებზე დაკვირვება.
წინარე   ცოდნა
ტექსტის  შინაარსის გაგება და მნიშვნელობის კონსტრუირება. ლექსიკური ერთეულებისა და საკვანძო სიტყვების ამოცნობა.
შეფასების საგანი და პროცედურები
 ზეპირი პრეზენტაცია დამსჯელობა.
  


სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
საინფორმაციო ტექსტი, სლაიდშოუ. წიგნი, კომპიუტერი, პრორექტორი.
გაკვეთილის მსვლელობა                                   
კლასის ორგანიზება[მოსწავლეთა დასწრების შემოწმება, დაჯგუფება].მასწავლებელი მოსწავლეებს უჩვენებს  პეიზაჟის    სლაიდშოუს ,დაუსვამთ კითხვას, რა შთაბეჭდილება დატოვა ნანახმა თქვენზე?  მოსწაავლეები ცამოთქვამენ თავიანთ შთაბეჭდილებებს. მასწავლებელი აკრავს დაფაზე ვარაუდების სქემას და მოითხოვს მოსწავლეებისგან ვარაუდების გამოთქმას. მოსწაავლეები გამოთქვამენ თავიანთ ვარაუდებს. შემდეგ მასწავლებელი აცნობს კლასს ტექსტის სათაურსა და მიზანს. ჯგუფებს ურიგებს ტექსტებს და სთხოვთ, რომ იმსჯელონ ტექსტის სათაურის მიხედვით თუ რა ტიპის[საინფორმაციო. მხატვრული] ტექსტია. მოსწავლეები იხსენებენ და მსჯელობენ ტექსტის მახასიათებლებზე და მიდიან   დასკვნამდე,რომ მოცემული ტექსტი არის საინფორმაციო.