Monday, July 4, 2016

სასწავლო პროექტი

                                        
1.პროექტის სახელწოდება: თანამედროვე ქართული და ბარბარიზმები
2.პროექტის მთავარი იდეა: ენის სიწმინდის დაცვა
 3.პროექტის აქტუალობა: ქართული ენა დგას  საშიშროების წინაშე, თუ არ იქნება გააზრებული საზოგადებისგან გააზრებული , რომ შევინარჩუნოთ   ძირძველი ქართული სიტყვები , ქართული ენა  აღმოჩნდება მკვდარ ენათა შორის.
4. მიზნები: ქართული ენის დაცვა ბარბარიზმებისგან, მშობლიური ენის პატივისცემა.
5.მონაწილეთა ასაკი: მე-8 კლასი ,13-14წელი.
6.ვადები ხანგრძლივობა:ერთი თვე.
7.პროექტისთვის საჭირო ძირითდი რესურსები:საწერი ფურცლები, ავტოკალმები ბანერებისთვის საჭირო მასალა, ბუკლეტების დასაბეჭდად საჭირო თანხა..
8.პროექტის მსვლელობა: (ძირითადი აქტივობები):კლასი გაიყოფა 3  ჯგუფად, პირველი ჯგუფი გააკეთებს  გამოკვლევას 60წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობაში; მე-2 ჯგუფი გამოიკვლევს 20-დან 60 წლამდე ასაკის მოსახლეობას და მე-3 ჯგუფი გამოიკვლევს  6-დან 20 წლამდე მოსახლეობას.
მოსწავლეები: 
     შეაგროვებენ მოსახლეობაში გამოყენებად ბარბარიზმებს და გამოიკვლევენ,რომელ  ასაკში რომელი ენის ბარბარიზმებია გამოყენებული.
    გააკეთებენ ბანერებს სადაც მოათავსებენ გავრცელებულ ბარბარიზმებს თავისი ახსნებით.
     დაბეჭდავენ ბუკლეტებს ,  ბარბარიზმებს თავისი ახსნებით და შესაბამისად დაარიგებენ მოსახლეობაში.
     პროექტის მონაწილენი  თავიანთ ნამუშევარს განათავსებენ სკოლის  ვებ-გვერდზე.
9.ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
VIII 1. მოსწავლეს შეუძლია კონკრეტულ საკითხზე მსჯელობის მოსმენა და საკუთარი თვალსაზრისის წარმოდგენა
VIII 10, მოსწავლეს შეუძლია წერილობით გადმოსცეს საკუთარი თვალსაზრისი, იმსჯელოს კონკრეტულ საკითხზე სათანადო არგუმენტების მოხმობით
10. პროექტის ხელმძღვანელი: მაია თვარაძე



Wednesday, June 29, 2016

კრიტერიუმები         
1-3                                     
4-5                    
6-7
8-10
კითხულობს დამოუკიდებლად დაიგებს ტექსტის შინაარსს.
ვერ კითხულობს გამართულად,უჭირს შინაარსის გაგება.
უჭირს დამოუკიდებლად კითხვა და შინაარსის გაგება.
კითხულობს  დამაკმაყოფილებლად , იგებს შინაარსს.
კითხულობს გაწაფულად და იგებს ტექსტის შინაარსს

სვამს  კითხვებს  ინფორმაციის უკეთ  გასააზრებლად.        
ვერ სვამს ფაქტობრივ კითხვებს
უჭირს ფაქტობრივი კითხვების დასმა
სვამს ფაქტობრივ კითხვებს
სვამს ფაქტობრივ დასააზროვნო კითხვებს
გამოთქვამს ვარაუდს და მას ამყარებს არგუმენტით.
ვერ აყალიბებს დამოუკიდებელ აზრს
უჭირს დამოუკიდებელი აზრის ჩამოყალიბება
აყალიბებს დამოუკიდებელ აზრს
აყალიბებს დამოუკიდებელ აზრს და ამყარებს არგუმენტებით
გაკვეთილის  თემა   
             რატომ იცვლის ცა ფერს? 
გაკვეთილის აქტუალობა
მოცემული გაკვეთილი  აქტუალურია იმით, რომ მოსწავლე მიეჩვევა მხატვრული და არამხატვრული ტექსტის  განსხვავებას. არამხატვრული ტექსტის ნახვა- გაანალიზებას,  სხვადასხვა სახის ტექსტში მსგავსი ინფორმაციის მიღებასა და გააზრებას.
მიზნები და შედეგები
მიზნები:
·        საინფორმაციო ტექსტის კითხვა და გააზრება. 
·        ინფორმაციის მოძიება საკითხის ირგვლივ. მიღებული ინფორმაციის გაზიარება.  
 შედეგები: ეს გაკვეთილი მოსწავლეს განუვითარებს:
·        წაკითხულის გააზრების ;
·        კვლევის;
·        მიღებული ინფორმაციის გაზიარების და დაკვირვების უნარს.
ამ გაკვეთილით          მოსწავლე  მიაღწევს შედეგს:
V1 .7 არამხატვრული ტექსტის    წაკითხვა გაანალიზება.      
V1. 1 მოსწავლეს აქვს  ინფორმაციის მიღებისა და გადაცემის  აუცილებელი უნარ -ჩვევა.
V1. 11მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ტიპის  ტექსტის  ენობრივ-გამომსახველობით თავისებურებებზე დაკვირვება.
წინარე   ცოდნა
ტექსტის  შინაარსის გაგება და მნიშვნელობის კონსტრუირება. ლექსიკური ერთეულებისა და საკვანძო სიტყვების ამოცნობა.
შეფასების საგანი და პროცედურები
 ზეპირი პრეზენტაცია დამსჯელობა.
  


სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
საინფორმაციო ტექსტი, სლაიდშოუ. წიგნი, კომპიუტერი, პრორექტორი.
გაკვეთილის მსვლელობა                                   
კლასის ორგანიზება[მოსწავლეთა დასწრების შემოწმება, დაჯგუფება].მასწავლებელი მოსწავლეებს უჩვენებს  პეიზაჟის    სლაიდშოუს ,დაუსვამთ კითხვას, რა შთაბეჭდილება დატოვა ნანახმა თქვენზე?  მოსწაავლეები ცამოთქვამენ თავიანთ შთაბეჭდილებებს. მასწავლებელი აკრავს დაფაზე ვარაუდების სქემას და მოითხოვს მოსწავლეებისგან ვარაუდების გამოთქმას. მოსწაავლეები გამოთქვამენ თავიანთ ვარაუდებს. შემდეგ მასწავლებელი აცნობს კლასს ტექსტის სათაურსა და მიზანს. ჯგუფებს ურიგებს ტექსტებს და სთხოვთ, რომ იმსჯელონ ტექსტის სათაურის მიხედვით თუ რა ტიპის[საინფორმაციო. მხატვრული] ტექსტია. მოსწავლეები იხსენებენ და მსჯელობენ ტექსტის მახასიათებლებზე და მიდიან   დასკვნამდე,რომ მოცემული ტექსტი არის საინფორმაციო.

Monday, October 19, 2015

სასწავლო პროექტის გეგმა

პორტფოლიო

სასწავლო თემის ავტორი

სახელი და გვარი

მაია თვარაძე

რაიონი

ამბროლაური

სკოლა

ჭრებალოს საჯარო

ქალაქი

 

თემის  მონახაზი

თემის  დასახელება

ქართლ-კახეთი, იმერეთი, გურია და ...

თემის შინაარსი

მოსწავლეები მოიძიებენ რაჭაში გავრცელებულ დიალექტებს, ინტერნეტის საშუალებით გაეცნობიან გურულ დიალექტს და ორივეს დაუკავშირებენ სალიტერატურო ენას. კვლევის შედეგად შეძლებენ დაინახონ განსხვავება სხვადასხვა კუთხის მცხოვრებთა მეტყველებაში.

საგანი

ქართული ენა და ლიტერატურა

დონე/კლასი 

საბაზო  საფეხური,VII კლასი

განხორციელების დროის ჩარჩო

მაგალითად: 5  45წთ-იანი გაკვეთილი,

თემის საფუძვლები

შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები

მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები

მოსწავლეები:
განასხვავებენ და მართებულად გამოიყენებენ  სხვადასხვა ფუნქციური სტილისათვის (სასაუბრო,  ლიტერატურული) დამახასიათებელ სინტაქსურ კონსტრუქციებს;
              ამოიცნობენ და დაახასიათებენ სხვადასხვა ფუნქციურ სტილს სასაუბროს, მხატვრულს.
განმარტავენ ენის არასალიტერატურო ფორმას, დიალექტიზმის,გამოყენების მიზეზებს მხატვრულ და არამხატვრულ ტექსტებში.

დაწერენ თხრობითი ხასიათის ტექსტებს.;

 

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები

ზოგადი კითხვა

გიყვართ მოგზაურობა?

საქარათველოს რომელ კუთხეში იმოგზაურებდით?

 

თემატური კითხვები

 

რა განსხვავებაა სალიტერატურო მეტყველებასა და კუთხურ მეტყველებას შორის?

რა განსხვავებაა რაჭულ და გურულ მეტყველებაში?

 

შინაარსობრივი კითხვები

 

რა არის დიალექტი?

 

შეფასების გეგმა

შეფასების დროის ჩარჩო

პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ










ვ-მ-ვ

ორმხრივი ჩანაწერების ჟურნალი
ჯგუფური მუშაობა

ვ-მ-ვ
რეფლექსია

შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
აღწერეთ შეფასების ფორმები, რომელსაც კლასში მოსწავლეებთან  მუშაობისას  იყენებთ  საჭიროებების განსაზღვრის, მიზნების დასახვის, პროგრესის მონიტორინგის, უკუკავშირის უზრუნველყოფის, კრიტიკული აზროვნების და პროცესების შეფასების, სასწავლო პროცესის ანალიზისთვის, სასწავლო ციკლის სხვადასხვა ეტაპზე. მოცემული შესაძლოა მოიცავდეს გრაფიკულ დამგეგმავებს (ორგანაიზერებს), ინსტრუქციებს წერითი სამუშაოსთვის, პრაქტიკული მუშაობის ჩანაწერებს, ჩამონათვალებს, გამოკითხვებსა და რუბრიკებს. ამასთანავე, აღწერდეს მოსწავლეების მიერ შექმნილი პროდუქტების აღწერას, პრეზენტაციებს, წერილობით დოკუმენტებს, ან ეტაპობრივ შეფასებებს, რომელთაც განახორციელებთ სასწავლო პროცესში. სასწავლო პროცედურების გრაფაში განმარტეთ, ვინ იყენებს შეფასებებს, როგორ გამოყენება შედეგები და სად ხორციელდება.
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
მოსწავლეებს შეუძლიათ    მხატვრული   ტექსტის წაკითხვა -გაანალიზება, საკვანძო  სიტყვების პოვნა, ძირითადი სათქმელის
ამოცნობა. ფლობენ საოფისე პროგრამებს ,იძიებენ საჭირო ინფორმაციას.                      
სასწავლო პროცედურები



პროექტის დაწყებამდე  შევკრებ მოსწავლეებს ,გავაცნობ შეკრების მიზეზს.დავყოფ ჯგუფებად     ,,ციატის  პრინციპის  მიხედვით.
მოსწავლეები აირჩევენ ჯგუფის ხელმძღვანელებს, დაფაზე ჩამოუწერ ზოგად შეკითხვებს,ყველა მოსწავლეს ექნება საშუალება გამოთქვას თავისი აზრი,იდეა.გამოვიყენებ ,,ვიცი,მინდა ვიცოდე,ვისწავლე’’,სქემებს.შეფასების ეს ინსტრუმენტები ხელს უწყობს მოსწავლეთა წინარე ცოდნის გამოვლენას.ჯგუფის ხელმძღვანელებს პროექტის დაწყებამდე ელექტრონული ფოსტით გადავუგზავნი თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს,ხელმძღვანელები გააცნობენ ამ კითხვებს თავიანთ ჯგუფის წევრებს,ჯგუფში ვანაწილებ დავალებებს.
ერთ ჯგუფს დაევალა მოიპოვოს მასალა ქართველური ენების შესახებ.პ
  მეორე ჯგუფი საქართველოში   გავრცელებულ დიალექტებს დაადგენს. 
    ჯგუფებს დაევალა შექმნან ბროშურა,ამ დავალების შესასრულებლად მიეცათ ერთი კვირა.მოსწავლეები ეცნობიან და აფასებენ ერთმანეთის ნაშრომს და მასების ინფორმირების მიზნით დაარიგებენ მშობლებში,პედაგოგებში. 
      როცა მოსწავლეები  შექმნიან ბროშურას,ვთხოვ მოსწავლეებს შეავსონ კითხვარი;
 მე მომწონს/არ მომწონს/დამოუკიდებლად მუშაობა,იმიტომ რომ
მე მომწონს/არ მომწონს/ჯგუფებში მუშაობა, იმიტომ რომ
მე მომწონს/არ მომწონს/წყვილებში მუშაობა,იმიტომ რომ
კითხვარის შევსების შემდეგ გაიმართება დისკუსია.ჯგუფური კვლევის შედეგების პრეზენტაციის შემდეგ მოსწავლეები აკეთებენ პრეზენტაციას და პროექტის შეფასების ჩეკლისტებს.შეფასების ეს ინსტრუმენტები ეხმარება მოსწავლეებს სწავლის პროცესის გაანალიზებაში,თანამშრომიობით სწავლებაში.
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ ვიყენებ რეფლექსიას,ვუბრუნდები სქემას,,ვიცი,მინდა ვიცოდე,ვისწავლე’’.ეს სქემა დამზადებული მაქვს ინდივიდუალურად თითოეული მოსწავლისათვის.ამ სქემის გამოყენებით მოსწავლეები ნათლად დაინახავენ რა ისწავლეს,შეაფასებენ ერთმანეთს და თავისთავს.
პროექტის დამთავრების შემდეგ გამოყენებული შეფასების ინსტრუმენტის მიზანია მასალის გაგებისა და უნარ-ჩვევის ხარისხის შემოწმება.მოსწავლეთა ცოდნის თანხვედრა ეროვნულ სასწავლო გეგმასთან.
პროექტი  დაეხმარებათ ჩემს მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტების მიღწევასა და სასწავლო  გეგმის შედეგზე გასვლაში.

















სასწავლო ციკლის ზუსტი აღწერა - მოსწავლეთა მიერ შესრულებული აქტივობების მასშტაბები და თანმიმდევრობა, მოსწავლეთა ჩართულობის აღწერა სწავლის პროცესის დაგეგმვაში.









დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
განვუსაზღვრავ კონკრეტულ დავალებას ჯგუფური მუშაობისას და გავითვალისწინებ თანატოლთა დახმარების აუცილებლობას. შეკითხვებზე მივიღებ ზეპირ პასუხებს.

არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)

არაქართულენოვან მოსწავლეებთან დავიხმარ შესაბამისი ენის მასწავლებელს.

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებს მივცემ შედარებით რთულ დავალებებს კვლევის პროცესში
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      


ბეჭდვითი მასალები
შეგიძლიათ იხილოთ  ბიბლიოგრაფიის ჩანართში
ინვენტარი/მასალები
ძირითადი მასალები, რომლებიც თემის ჩასატარებლად შეუკვეთეთ ან შეაგროვეთ და რომლებიც კურსის კონკრეტულ საკითხებს უკავშირდება. საჭირო არაა ყოველდღიური მასალების შეტანა, რომლებიც ისედაც ხელმისაწვდომია კლასში.
ინტერნეტრესურსები
სხვა რესურსები
საველე ვიზიტები, ექსპერიმენტები, მოწვეული სტუმრები, მენტორები, მოსწავლეები სხვა ჯგუფებიდან, ადგილობრივი თემის/საზოგადოების წარმომადგენლები, მშობლები და ა.შ.